მარინა ენდელაძე: დაგვინდეთ ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. დაიცავით რეგულაციები
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 12:34


მარინა ენდელაძე: დაგვინდეთ ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. დაიცავით რეგულაციები

ფონტის ზომა

TT


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, სახელმწიფოს და ექიმებს.

„თბილისში ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების დაუცველობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და მთელ საქართველოს, დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. საქართველოში უკვე ვირუსის აქტიური გავრცელებაა, აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევაგამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233, გარდაიცვალა 8 პაციენტი.