გიორგი გახარია: ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 12:21


გიორგი გახარია: ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას

ფონტის ზომა

TT


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხობის მოსახლეობას, ფოთის, ხობისა და სენაკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა.  სიტყვით გამოსვლისას რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" წინ ბევრი პროვოკაცია ელოდება, მაგრამ მმართველი პარტია სამართლიანი და ღირსეული გამარჯვების მოპოვებას, 31 ოქტომბერს შეძლებს.  

"ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ სამეგრელოს საყურადღებო გზის მონაკვეთის, ჭალადიდი-ფოთის გზის გარე განათების ტენდერის გამოცხადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება. 

„ჩვენ აქ ვსაუბრობდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ცოტა დროში გაგვეჭიმა, მაგრამ ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზის განათების ტენდერი გამოცხადდა, აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის",- აღნიშნა პრემიერმა.