აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 14:58


აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება

ფონტის ზომა

TT


აჭარაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება. პირველ ეტაპზე მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.