ფონდ "ქართუს" დაფინანსებით სენაკის დრამატულ თეატრს სრული რესტრავრაცია ჩაუტარდა
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 15:47


ფონდ "ქართუს" დაფინანსებით სენაკის დრამატულ თეატრს სრული რესტრავრაცია ჩაუტარდა

ფონტის ზომა

TT


საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანასებით სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. თეატრის რეაბილიტაციის პროექტი 2016-დან 2020 წლამდე მიმდინარეობდა და მისი ღირებულება  10 მილიონ ლარამდეა.  

აღდგენილი თეატრი დღეს "ქართული ოცნების” ლიდერებმა დაათვალიერეს  და  ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. 

თეატრის შენობის აღდგენის პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ჩატარდა ფუნდამენტისა და თეატრის ყველა სართულის კედლის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები. სრულად განახლდა შენობის გარე ფასადი და მოხდა შიდა ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა დიდი დარბაზის და შესასვლელი ფოიეების კედლის უნიკალური მხატვრობა, განახლდა თეატრის მოზაიკური იატაკი, აივნები, მოაჯირები. სრულად განახლდა სასცენო ინვენტარი, ტექნიკური მოწყობილობები, გახმოვანების და განათების აპარატურა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ 2002-2020 წლებში ბიძინა ივანიშვილის დაფინანასებით, მთელი საქართველოს მასშტაბით თეატრების აღდგენა და რესტავრაცია მიმდინარეობს.  ბოლო წლების განმავლობაში მის ფონდს 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული. კერძოდ, დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერის და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ფონდი 2000 წლიდან თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ პროგრამაზე ფონდს, ჯამში 200 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული.