ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი მოხმარდება
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 16:36


ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი მოხმარდება

ფონტის ზომა

TT


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს, მშენებლობის ხელმძღვანელმა, ლაშა ტრაპაიძემ, ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. 

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ - სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი მოხმარდება. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოს დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.