2020 წლის ბოლომდე, 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბინას მიიღებს
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 17:21


2020 წლის ბოლომდე, 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბინას მიიღებს

ფონტის ზომა

TT


ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. წლის ბოლომდე, ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. თავდაცვის სამინისტრო კი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე, 2007 წელს, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა 1374 პირს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის უწყების განახლებული სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.