NCDC საკარანტინე სივრცეში მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 19:55


NCDC საკარანტინე სივრცეში მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

ფონტის ზომა

TT


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკარანტინე სივრცეში მყოფ კოვიდინფიცირებულებს რეკომენდაციებით მიმართავს. საუბარია მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებზე.

„დაიცავით ექიმის რეკომენდაციები თავის მოვლისა და მედიკამენტების მიღების შესახებ. თუ ხართ უსიმპტომო პაციენტი და დაგეწყოთ ცხელება, ხველება, ცემინება, ან სხვა რესპირაციული სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საკარანტინე სივრცის სამედიცინო პერსონალს, ან 112-ს“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.