Survation-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55,6% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 21:11


Survation-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55,6% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას

ფონტის ზომა

TT


ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ - "Survation-მა", "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.  "survation-ის"  მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

საარჩევნო ასაკის მქონე 9 075 გამოკითხულიდან, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა  55.6%-მა  „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19.8%-მა კი -„ნაციონალური მოძრაობა“. უფრო ზუსტად, ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" -55,6%;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -19,8%;

"ევროპული საქართველო" -5,2%;

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"- 5,1%;

"პატრიოტთა ალიანსი" - 3,8%;

"ლელო" -3,1%;

ლეიბორისტული პარტია -2,7%;

"გირჩი" -2,1%;

"ერთიანი საქართველო"  - 1,1%;

"თავისუფალი დემოკრატები" - 0,2%;

სხვა -1,3%.

ცნობისთვის: კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია, ოპერირებს და ოცწლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. მან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვ.

სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph. ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა "Survation-ს" ანდო.