გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო აქციოს მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის - ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც
img
  • 23 ოქტომბერი, 2020 15:00


გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო აქციოს მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის - ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც

ფონტის ზომა

TT


„საქართველოს გზა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატოსკენ შეუქცევადია“, - ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“  აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის - გიორგი გახარიას სტატიას, სახელწოდებით: „ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“.

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიდერის ისტორიული როლის გათვალისწინებით, ითვლება რეგიონის კარიბჭედ, ,,ქართული ოცნება“ კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა საქართველო აქციოს მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

„უსაფრთხოების მხრივ ასეთ არასტაბილურ გარემოში ეს შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსა და სხვა დასავლელი პარტნიორების მტკიცე და გრძელვადიანი მხარდაჭერის შემთხვევაში. ქართველი ხალხის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაერთიანებულ სამეფოს დახმარებისთვის რეალური გარე საფრთხეებისგან ჩვენი ქვეყნისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენ - როგორც მთავრობას, ისე ქართველ ხალხს - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ მიზნის მიღწევა. 31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ამ პროცესს - ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის წინაშე, ასევე, ჩვენი პარტნიორების წინაშე ლონდონსა და მთელ მსოფლიოში“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.