ფონტის ზომა
„ინტერნეტიზაცია და გლობალიზაცია ძალიან გაიზარდა; ზოგადი გეოპოლიტიკაც შეიძლება ცვლილებებს დაექვემდებაროს. ამ ფონზე, ქვეყანა უნდა იყოს მომართული; ჯანსაღი, კარგი ხელისუფლება უნდა იყოს წარმოდგენილი; სტაბილური უნდა იყოს ქვეყანა, რომ გაუძლოს ახალ გამოწვევებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, თუ მუდმივად ქუჩა და ძალადობა ძალას გართმევს, უამრავი ენერგია მიდის გაურკვეველ ბრალდებებზე.
„ჯანსაღი ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც კონსტრუქციულია, არგუმენტებით საუბრობს, იცის, როგორ განავითაროს ქვეყანა. ეს არ გვესმის, სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციისგან. პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილურობა გვჭირდება, რომ ქვეყანამ გამოწვევებს გაუძლოს, რომელიც, დიდი ალბათობით, გველის“, – განაცხადა ივანიშვილმა.