ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს
img
  • 13 იანვარი, 2021 14:36


ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს

ფონტის ზომა

TT


“ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, - შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორ ახერხებდნენ ისინი, ევროპასა და ამერიკაში შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში

მისივე თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილს  არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი ხელს არ ჩამოართმევს.

„გაიხსენეთ: რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი. სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს. დევნაშია. მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი... დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან, და ამ დროს, დემოკრატიის მიმართულებით, ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის, რითაც შემიძლია, ვიტრაბახო.

ეს მოვახერხეთ ჩვენ. ყოველ წელიწადს იქაჩება, - ჩამოვალო. გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი. მოიხადა ვალი.

ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ისინი ძალადობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლაც ძალადობენ.

პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ეგონათ, მათნაირად მოვექცეოდით. მესამე-მეოთხე თვეს ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს. ახლა იქიდან ძალადობენ, - გინდა თუ არა, ჩვენ უნდა მოვიდეთო. ნახეს, რომ არაფერი გამოდის“, – განაცხადა ივანიშვილმა.