რობერტ ო’ბრაიენი გახარიას: აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას
img
  • 13 იანვარი, 2021 15:00


რობერტ ო’ბრაიენი გახარიას: აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას

ფონტის ზომა

TT


მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - რობერტ ო’ბრაიენი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.

შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში, ავღანეთში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.