ეკატერინე ტიკარაძე: 1-ელი თებერვლიდან ვგეგმავთ სავაჭრო ცენტრების გახსნას
img
  • 13 იანვარი, 2021 15:27


ეკატერინე ტიკარაძე: 1-ელი თებერვლიდან ვგეგმავთ სავაჭრო ცენტრების გახსნას

ფონტის ზომა

TT


„ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო საახალწლოდ გახსნის პერიოდი. მაშინ შევძელით, შეგვესრულებინა ყველა დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას სავაჭრო ობიექტებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მთავრობას აქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა კიდევ უფრო მეტად დაცული გახდეს სავაჭრო ქსელი.

„შეხვედრები გაგრძელდება. 1-ელი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ  საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი იქნება შემდეგი სფერო, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს - როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტიანი თითოეულ ბიზნესში“.