ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ფრთხილად ვართ და მივყვებით ჯანმო-ს პროტოკოლს
img
  • 13 იანვარი, 2021 15:38


ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ფრთხილად ვართ და მივყვებით ჯანმო-ს პროტოკოლს

ფონტის ზომა

TT


„ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ. 

მისივე თქმით, ერთმნიშვნელოვნად საუბარია “პფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც პლატფორმა "კოვაქსიდან" ხდება. მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

ტიკარაძემ ისიც აღნიშნა, რომ, როგორც კი იქნება შემდეგი დასტური, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას შეძლებს "კოვაქსი", ინფორმაცია გასაჯაროვდება.

“ნებისმიერი პროცესი თანამიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ მათ გარკვეული რისკები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზა ვაქცინაციის მიღებისათვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.