შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს
img
  • 13 იანვარი, 2021 16:11


შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს

ფონტის ზომა

TT


მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

„ულევ წარმატებას გისურვებთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის შენარჩუნებისთვის - ისევე, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

მინდა, ასევე, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ახალი წელი მოგილოცოთ. ყველა ჩვენგანზე დრამატული გავლენის მქონე ახალი კორონავირუსის პანდემიისგან შვების მომტანი ყოფილიყოს!

საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. ჩემი ქვეყნისთვის პატივია, საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს თქვენი ქვეყნის განვითარებაში იმ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში ხორციელდება.

შვეიცარიას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენს მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე. მოდით, კიდევ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება მოვახდინოთ ჩვენს მეგობრობაში და ჩვენი ურთიერთობები მეტად კონსოლიდირებული და ღრმა გავხადოთ.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ, ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, – აღნიშნულია შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.