კახა კალაძე: არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით
img
  • 13 იანვარი, 2021 16:27


კახა კალაძე: არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით

ფონტის ზომა

TT


თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სხვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს პროდუქტების დარიგებას იმ ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, რომლებსაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, დასვენების დღეების მიუხედავად, დღე და ღამე მუშაობენ. პროდუქტს, პირველ რიგში, აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება.

ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, - განაცხადა კალაძემ.