N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებულ ყველა PCR ტესტზე პასუხი  უარყოფითია
img
  • 13 იანვარი, 2021 16:46


N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებულ ყველა PCR ტესტზე პასუხი  უარყოფითია

ფონტის ზომა

TT


პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებს და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ“.