სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა
img
  • 13 იანვარი, 2021 18:11


სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა

ფონტის ზომა

TT


,,ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის მოსაზრება თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით. ეს, მგონი, ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც დღეს არსებული მათი პოზიცია და განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

"საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, ზოგადი სამზადისი არსებობს და ჩვენი საქმიანობა ყოველდღიურად არის საარჩევნო ციკლის პერიოდში იმ ვალდებულებების შესრულება, რითაც ფასდება, ზოგადად, ხელისუფლება თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ამდენად, ზოგადი სამზადისი დაწყებულია, მაგრამ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ჯერ არ დაწყებულა“, – განაცხადა სარჯველაძემ.