საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს
img
  • 13 იანვარი, 2021 18:53


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს

ფონტის ზომა

TT


„საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – ნათქვამია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის - ჟან კასტექსის წერილში, რომლითაც ის გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვინაიდან ახლახან დაგამტკიცეს პრემიერ- მინისტრად, მოხარული ვარ, მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა, ისევე, როგორც ჩვენი, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა; მსოფლიოში, სადაც ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და სადაც საერთაშორისო ურთიერთობები უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

12 დეკემბრის კომუნიკეში საფრანგეთსა და გერმანიას შესაძლებლობა მიეცათ, აღენიშნათ ის მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და თქვენი ქვეყნის მიერ დაწყებული ამბიციური რეფორმების გაგრძელებას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ, შეეხსენებინათ, თუ რა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ამ პოზიციას უკლებლივ ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე შეუძლია ზეგავლენა.

ბოლოს, ვისურვებ, რომ 2021 წელს შევძლოთ, გავმართოთ მეორე სხდომა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სტრატეგიული დილოგისა, რომელიც ჩვენ 2019 წლის 2 დეკემბერს გავხსენით პარიზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა”, – აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.