რატი იონათამიშვილი: კონკრეტული „ფეიკ სიუჟეტის“ კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ
img
  • 09 ივლისი, 2020 12:54


რატი იონათამიშვილი: კონკრეტული „ფეიკ სიუჟეტის“ კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ

ფონტის ზომა

TT




ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, დეპუტატ დათო მათიკაშვილის მამას თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ. ამის შესახებ იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი კონკრეტული "ფეიკსიუჟეტის", კონკრეტული ტყუილის კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კარგად იქნება, მაგრამ რაიმე ადამიანური ხო უნდა გააჩნდეს ყველას, რომ რაღაცის დაბრალებით ადამიანები არ დააავადმყოფონ და არ მოკლან?! და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი დეპუტატია და ნებისმიერი გზით გინდა მისი გაშავება?!".