ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სერგეი გავრილოვის განცხადება ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაზე მეტყველებს
img
  • 15 თებერვალი, 2021 20:04


ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სერგეი გავრილოვის განცხადება ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაზე მეტყველებს

ფონტის ზომა

TT


ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება. ის რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაზე საუბრობს.

"როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს, დიაგონალური პასი ჩააწოდონ ჩვენს ოპოზიციას და ნიკანორ მელიას საგოლედ პირდაპირ მელოტ თავზე დაასვან ბურთი გოლის გასატანად.

სწორედ ამას ემსახურება გავრილოვის ოპერატიული გამოხმაურება დღეს ოპოზიციური ტელეარხებით, და მის მიერ "ქართული ოცნების" ქმედებების "ქება". შესაშური სინქრონულობის მოწმენი ვართ.

ეს არის მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერატიული მხარდაჭერა ოპოზიციის, რომელიც ვერ კრებს მათი დახმარების გარეშე ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში. ვერც რუსების დახმარება უშველის ამ ვითომ ოპოზიციას.

დასავლეთი, დარწუმებული ვარ, რომ საქმის კურსშია, რასთან გვაქვს საქმე და სადნამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა რუსეთის მხარდაჭერილმა ოპოზიციამ!"- წერს მჭედლიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის:  გავრილოვმა „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა: "ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს, იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ".