დავით სერგეენკო: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, თუ საგამოძიებო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად უტყუარად არ დადგინდება გაყალბება
img
  • 18 თებერვალი, 2021 15:14


დავით სერგეენკო: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, თუ საგამოძიებო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად უტყუარად არ დადგინდება გაყალბება

ფონტის ზომა

TT




„რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ პოზიციის და ოპოზიციის კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად უტყუარად არ დადგინდება, რომ რეალურად ჰქონდა გაყალბებას ადგილი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ.

„ასეთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა ისევ რჩება წითელ ხაზს მიღმა. შედარებით კლებადი ოპტიმიზმით ახლაც მაქვს მოლოდინი, რომ მიიღწევა ისეთი კონსენსუსი, რომლითაც ოპოზიციური პარტიის მეტ წარმომადგენელს შეეძლება, გამოიყენოს პოლიტიკური ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.