კალაძე: რადიკალიზმი უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რომ მელიას დაკავების დროს არავინ დაშავებულა
img
  • 23 თებერვალი, 2021 12:40


კალაძე: რადიკალიზმი უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რომ მელიას დაკავების დროს არავინ დაშავებულა

ფონტის ზომა

TT


„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემლობას იწვევს. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

 „ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, არის რადიკალიზმი, და ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. არასწორია, თითქოს, ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მელიას დაკავების სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა.