ფონტის ზომა
TT
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნიდან უწყების კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევა განხორციელდა.
შსს-ს ცნობით, შესაბამისმა დანაყოფმა შეტევა ოპერატიული მოქმედებებით აღკვეთა.
„გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.