მიხეილ სარჯველაძე: სამართლებრივი წესრიგის მიმართ დაუმორჩილებლობა სახელმწიფოს მიერ შეწყნარებული ვერ იქნებოდა
img
  • 23 თებერვალი, 2021 13:18


მიხეილ სარჯველაძე: სამართლებრივი წესრიგის მიმართ დაუმორჩილებლობა სახელმწიფოს მიერ შეწყნარებული ვერ იქნებოდა

ფონტის ზომა

TT


"პოლიციის მიერ დღეს ჩატარებული ღონისძიების მიზანი სამართლის აღსრულება იყო", – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხელ სარჯველაძემ ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ სამართლებრივი წესრიგის მიმართ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა სახელმწიფოს მხრიდან შეწყნარებული ვერ იქნებოდა. 

„ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე აქამდე მოსულიყო - მაგალითად, როდესაც დემონსტრაციულად უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოს, მისი დაკნინების სურვილი ჰქონდათ. მხოლოდ ამ მოტივით არ გადაიხადა ნიკა მელიამ გირაოს თანხა, რომელიც აგვარიდებდა თუნდაც იმ ღონისძიებას, რომელიც დღეს ვიხილეთ. მათი სურვილი, რეალურად, იყო არა ის, რომ ეს შედეგი არ მიგვეღო, არამედ ის, რომ ესკალაციისა და პოლარიზაციის ხარისხი გაცილებით დიდი ყოფილიყო. იმაში ხედავენ საკუთარ პერსპექტივას, რომ უწესრიგობით მოიპოვონ წესრიგზე ბატონობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.