მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევა მიმდინარეობს
img
  • 23 თებერვალი, 2021 13:30


მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევა მიმდინარეობს

ფონტის ზომა

TT


„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე, ისე სახელმწიფო უწყებების საიტებზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა დღეს ვერ მოახერხეს.

„მათ, საბედნიეროდ, საბოლოო ჯამში, ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ. ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფოს მიმართ.

ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ყველა უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს. არავის თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჭერა, დაპატიმრება და ა.შ. ჩვენ გვაქვს უმარტივესი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია და, თუ კანონს კანონი ჰქვია, უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს.

რაც შეეხება კიბერშეტევას, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან, უმოკლეს პერიოდში გამოიძიონ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას. უკვე ფაქტია, რომ, რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, რაც არ უნდა სხვა დესტრუქციული, დამატებითი დამხმარე მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, კანონი დგას თავის ადგილას და დღეს ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებული იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს“, - განაცხადა მდინარაძემ.