დიმიტრი ხუნდაძე მელიას დაკავებაზე: „როცა ოპერაცია დასრულდა, თვითონვე დაიწყეს მინების მსხვრევა, რომ შეექმნათ სცენა, თითქოს სამართალდამცველებმა მიწასთან გაასწორეს ოფისი“
img
  • 23 თებერვალი, 2021 13:36


დიმიტრი ხუნდაძე მელიას დაკავებაზე: „როცა ოპერაცია დასრულდა, თვითონვე დაიწყეს მინების მსხვრევა, რომ შეექმნათ სცენა, თითქოს სამართალდამცველებმა მიწასთან გაასწორეს ოფისი“

ფონტის ზომა

TT


„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა თავად დააზიანეს ინვენტარი, რათა შეექმნათ სცენა, თითქოს პარტიის ოფისი სამართალდამცველებმა გაანადგურეს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატმა „POSTV-ის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცველებმა მაღალი სიზუსტით შეასრულეს საკუთარი ვალდებულება, რადგან  სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ის, რაც მოხდა, არის მახასიათებელი ყველა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, - რომ კანონი უნდა აღსრულდეს და, თუ ვინმე კანონს არღვევს, მას პატივს არ სცემს,  ეს არის სახიფათო. კანონის წინაშე ყველა ვალდებულია.

დაიღალა საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დევნითა და ასეთი დესტრუქციული შეძახილებით. მათი დაბრუნების ერთადერთი მექანიზმი არის ის, რომ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს დაუშვებელია. ეს არ მოხდება.

ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არჩევნებში მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ხედავთ 20-30 კაცს, ერთი და იგივე სახეებს, რომელთაც უკვე თავი მოაბეზრეს საზოგადოებას“, - განაცხადა ხუნდაძემ.