ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფოს წინაშე დადგა არჩევანი - ან შევინარჩუნებდით ქვეყანას, ან დავრჩებოდით არშემდგარ სახელმწიფოდ
img
  • 23 თებერვალი, 2021 13:51


ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფოს წინაშე დადგა არჩევანი - ან შევინარჩუნებდით ქვეყანას, ან დავრჩებოდით არშემდგარ სახელმწიფოდ

ფონტის ზომა

TT


"სააკაშვილი უკრაინიდან პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს, - როგორ უნდა სასამართლოზე შეტევა, პოლიციელების დატერორება. აქ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ქრონიკა იმისა, თუ როგორ უნდა ჩამოიქცეს სახელმწიფო და არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც იმ ოფისში დადის, არ დასვა ერთი შეკითხვა: არის კი ეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ?", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშორებით.

„ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე უარი იმიტომ თქვა, რომ იციან, არჩევნები არ გაყალბებულა და ეს რევოლუციისა და გადატრიალების სცენარს იურიდიულად წერტილს დაუსვამდა. ამის შემდეგ წავიდნენ ისინი ამ გამწვავებაზე. სახელმწიფოს წინაშე დადგა ასეთი არჩევანი - ან შევინარჩუნებდით ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ან მუდმივად დავრჩებოდით ჰიბრიდული ომის ქვეშ მყოფ, არშემდგარ სახელმწიფოდ, არშემდგარი დემოკრატიით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.