გია ვოლსკი: ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა, "ნაცდამცველია" და ამ სახელს მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს
img
  • 23 თებერვალი, 2021 14:59


გია ვოლსკი: ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა, "ნაცდამცველია" და ამ სახელს მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს

ფონტის ზომა

TT


„ჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ; გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი" და ამ სახელს ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს.

„სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი!  სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, რაც მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის: ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს - საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე - როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.