გოგა ხაინდრავა: ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?
img
  • 23 თებერვალი, 2021 15:09


გოგა ხაინდრავა: ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?

ფონტის ზომა

TT


"როგორ შეიძლება, ერთდროულად, დაგმო ის, რაც ხდება 6 სექტემბერს ამერიკის დედაქალაქში და არ დაგმო ის, რაც ხდება 20 ივნისს თბილისში?"- განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. მან ამერიკის სენატსა და კონგრესზე განხორციელებული შეტევა 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს შეადარა.

„იქ იყო ადგილზე ლიკვიდირებული ოთხი დემონსტრანტი.150 კაცია დაპატიმრებული. მიდის ძიება. დღემდე არის მოთხოვნა, შეიქმნას კომისია, რომელიც განიხილავს ტრამპის როლს, და ეს ფაქტი შიდა ტერორიზმად არის მოხსენიებული იგივე ადამ კინზინგერის მხრიდან. მაინტერესებს, ამერიკის სენატზე და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?

მინდა გითხრათ, რომ ტრამპის როლი და შეფასება, რასაც ის აკეთებდა 6 სექტემბერს, იმასთან შედარებით, რასაც მელია აკეთებდა აქ, არის საბავშვო ბაღი. თუ ვინმე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ კანონის არაღსრულების გზით ვიაროთ, მაშინ იქნებ დაგვისაბუთონ ჩვენ - საქართველოს მოსახლეობას, რომ კანონი არ უნდა იყოს აღსრულებული. მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარს? თუ აგვიხსნიან, როგორც ხდება ეს? თუ აგვიხსნის აშშ-ის საელჩო, როგორ შეიძლება, ერთდროულად რომ დაგმო ის, რაც ხდება 6 სექტემბერს ამერიკის დედაქალაქში და არ დაგმო ის, რაც ხდება 20 ივნისს თბილისში - როდესაც შეტევა მიდის ქართული პარლამენტის წინააღმდეგ?“– განაცხადა ხაინდრავამ.