თეა წულუკიანი მელიას დაკავებაზე: ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან - პოლიტიკურად ანგაჟირებული გარე პირი
img
  • 23 თებერვალი, 2021 17:54


თეა წულუკიანი მელიას დაკავებაზე: ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან - პოლიტიკურად ანგაჟირებული გარე პირი

ფონტის ზომა

TT


„სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო“, - წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

დეპუტატი მაღალკვალფიციური ქმედებისთვის პოლიციას მადლობას უხდის.

 „ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან  პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ - დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ,  მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.

სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი“ ,- წერს პარლამენტარი.