ანრი ოხანაშვილი: დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით
img
  • 23 თებერვალი, 2021 18:02


ანრი ოხანაშვილი: დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით

ფონტის ზომა

TT


„თქვენ დღეს ნახეთ მოზომილად, თავშეკავებით და მაქსიმალურად პროპორციული ღონისძიების გამოყენებით კანონის აღსრულება - ისე, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, რა თქმა უნდა, აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან შეწუხებული იმ პოლარიზაციით, რაც დღეს საქართველოშია. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ვინმეს სურს ის მოცემულობა, რასაც ცდილობენ ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფები. რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედოთ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არავის მივცემთ უფლებას, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი - 2-ის" ეთერში.