არა ნაცებს! არა შიდა ტერორიზმს!
  • 23 თებერვალი, 2021 21:49


არა ნაცებს! არა შიდა ტერორიზმს!

ფონტის ზომა

TT


ტელეკომპანია "POSTV" ვიდეოს ავრცელებს სახელწოდებით "არა ნაცებს! არა შიდა ტერორიზმს!

ვიდეოში ნაჩვენებია 2019 წლის 20 ივნისის აქციის ღამე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მონაწილეობით, სადაც იგი თავის მხარდამჭერებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებს.

ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მძიმე კადრები.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ ვიდეორგოლში ნაჩვენებია მელიას დაკავების კადრებიც.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა 40 ათასი ლარი არ გადაიხადა.

სწორედ ამ მიზეზით მელიას პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. რის შემდეგაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. 17 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მიუხედავად ნიკა მელიას მოწოდებებისა, რომ იგი სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ, კანონის უზენაესობამ იზეიმა და ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა საკუთარ კაბინეტში დღეს დააკავა.