ლიეტუვის პრეზიდენტი: სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტით ჩვენი ქვეყნის როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა
img
  • 03 მარტი, 2021 17:47


ლიეტუვის პრეზიდენტი: სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტით ჩვენი ქვეყნის როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა

ფონტის ზომა

TT




„პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის როგორც მედიატორის იმიჯი დააზარალა. ყველა მედიატორმა უნდა მოიტანოს სარგებელი და არა ზიანი. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს წავიდნენ საქართველოში.

„ჩვენ ერთმანეთს ლიეტუვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ; პირიქით, უნდა დავეხმაროთ, - წავიდეთ მარტო ან პარტნიორებთან ერთად ბალტიის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან, რათა დავეხმაროთ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის გადალახვაში.

შარლ მიშელმა გამართა სიღრმისეული საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებთან. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები ხელშესახებია, მაგრამ დასაწყისი დიდ იმედებს იძლევა“, - განაცხადა ნაუსედამ.

ცნობისთვის: ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა:  „თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები. მომავლის დაკარგვაც გსურთ?“

ამის შემდეგ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის დაიბარეს.