თეა წულუკიანი: გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს
img
  • 05 მარტი, 2021 16:08


თეა წულუკიანი: გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს

ფონტის ზომა

TT




"მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს", - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. 

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს.

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ სააგენტოში ყველა პასუხისმგებელი პირი, ასევე, სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ, საზოგადოებას მშვიდად გასცენ პასუხი იმაზე, თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა. მრავალი საუკუნეა, მოჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია საქართველოს აღარ ჰქონია. მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და, აღდგენის შედეგად, ერთ-ერთი პირველი გამოცდის გელათზე ჩატარება. მგონია, რომ ეს არის დაუშვებელი და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება ფრესკებს, ისინი უკვე საკმაოდ მძიმედ არის დაზიანებული. მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13-წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. საკმაოდ სწრაფად უნდა გამოსწორდეს, იმიტომ, რომ გელათის გარეშე არც ძლიერი საქართველო არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.