თეა ახვლედიანი: ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთ შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ
img
  • 30 მარტი, 2021 12:23


თეა ახვლედიანი: ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთ შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ

ფონტის ზომა

TT




„საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ, სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს. მათ შეეძლებათ, ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა, სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა ახვლედიანმა.