ამბროლაური-ონის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
img
  • 05 აპრილი, 2021 13:18


ამბროლაური-ონის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ფონტის ზომა

TT




ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით, კლდოვანი მასა ჩამოიშალა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ცენტრალური მაგისტრალის გახსნამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეეძლებათ.