თეა წულუკიანი: სერგი კაპანაძეები დღეს უკვე პირდაპირ, უსირცხვილოდ "დააჯდნენ" რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასდროს ჩაუდენია
img
  • 07 აპრილი, 2021 14:33


თეა წულუკიანი: სერგი კაპანაძეები დღეს უკვე პირდაპირ, უსირცხვილოდ "დააჯდნენ" რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასდროს ჩაუდენია

ფონტის ზომა

TT




"კოლექტიურმა სერგი კაპანაძეებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, პირველად ჩვენი ჯარისკაცი და საამაყო ჯარი მაშინ ჩააგდეს დიდ საფრთხეში, როდესაც რუსეთისგან მიმდინარე პროვოკაცია 2008 წლის აგვისტოში თავიდან არ და ვერ აიცილეს“ , - განაცხადა კულტურის მინისტრმა  თეა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველას ახსოვს, რომ ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, ბრძოლის ველზე მიატოვეს და გაიქცნენ.

„რუსეთის ნარატივი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის იყო ხოლმე, თითქოს, ჩვენმა ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა, რათა ცხინვალი დაებომბა. ჩვენ ეს ნარატივი, გეგმა მთლიანად ჩავუშალეთ რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიების და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ტყუილს ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ.

მე მახსენდება ასევე საქართველოს პარლამენტში მთავრობის მოსმენები, სადაც სერგი კაპანაძე, ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს იუსტიციის სამინისტრო, ჩემი ხელმძღვანელობით, ქართულ ჯარს არ იცავდა სათანადოდ. სინამდვილეში, მათ არამცთუ მიატოვეს დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები მაშინ, აგვისტოში, ბრძოლის ველზე, არამედ მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ დავის დაცვა შეგვძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ.  ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე პირდაპირ, უსირცხვილოდ და ყოველგვარი შეფარვის გარეშე "დააჯდნენ" რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასოდეს ჩაუდენია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იმას, რომ ქართული ჯარი და სამხედრო ძალები მართლები არიან რუსეთის წინაშე, ამტკიცებს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი; ეს ვერდიქტი კი საბოლოოა და აღარ საჩივრდება.