ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბებული ათივე კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო
img
  • 07 აპრილი, 2021 15:18


ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბებული ათივე კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო

ფონტის ზომა

TT




დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის - ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ჯამურად, ათი კლასტერია ჩამოყალიბებული.

როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ათივე კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან.

„საზოგადოება შევთანხმდეთ. სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან... ქვეყანაში ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?!

სერიოზულად გავააქტიუროთ აცრების პროცესი. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 000-ზე მეტი დოზის მარაგია. დღეს 1 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა. აპრილ-მაისში, სულ მცირე, 3 000-4 000 ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის - ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვის, მაგრამ ადამიანები არ მიდიან აცრაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.