ვიოლა ფონ კრამონი: "მინდა ვუთხრა ოპოზიციას - თუ უარს იტყვით პარლამენტში შესვლაზე და იფიქრებთ რევოლუციაზე, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება"
img
  • 07 აპრილი, 2021 16:29


ვიოლა ფონ კრამონი: "მინდა ვუთხრა ოპოზიციას - თუ უარს იტყვით პარლამენტში შესვლაზე და იფიქრებთ რევოლუციაზე, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება"

ფონტის ზომა

TT




„მინდა ვუთხრა ოპოზიციას - თუ უარს იტყვით პარლამენტში შესვლაზე და იფიქრებთ რევოლუციაზე, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

დეპუტატi ოპოზიციას პარლამენტში შესვლიკენ მოუწოდებს.

"ვფიქრობ, იმდენად მომთმენები ვიყავით იმდენად დიდი ხანი, რომ ეს განცხადება დავაგვიანეთ კიდეც. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში პარტნიორები გვჭირდება, რომლებიც მზად არიან, განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები და ახლო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენთან. საზოგადოება ელის პოლიტიკური კრიზისის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტას.

ჩვენ ვერ შევძლებთ დანიელსონის მიერ რეკომენდებული შეთანხმების იმპლემენტაციას. ჩვენ გვჭირდება ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და არა მის გარეთ. ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავისი საქმე სათანადოდ,“ - აღნიშნა დეპუტატმა.