ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
img
  • 07 აპრილი, 2021 16:42


ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფონტის ზომა

TT




ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ჩამონგრევის დროს მშენებარე სახლის პირველ სართულზე 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული მამაკაცი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და ახლაც, რამდენიმე ნათესავი მის მშენებლობას ერთად აგრძელებდა.

მშენებარე სახლის ნგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.