გივი მიქანაძე: სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს
img
  • 07 აპრილი, 2021 18:57


გივი მიქანაძე: სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს

ფონტის ზომა

TT




„სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს“ ,- წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე.

„რა დაწერა ფეისბუქ სტატუსში კაპანაძემ, რასაც ეს ამბები მოყვა?

მან დაწერა - "არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა"...

მეორე კითხვა: რა თემაზე დაწერა საერთოდ ეს სიტყვები?

- ის ცდილობდა (და პირველად არა) გაამართლებინა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭeრა რეზოლუციაზე, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს (იგივე თარიღი იყო იქვე მითითებული ომის დაწყების დღედ) ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, გამოიყენეს მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას და თითქოს რუსების შეტევა იყო საპასუხო... მოკლედ, რაც ვერ გააფუჭეს, სიტყვით აბრალებენ საკუთარ ქვეყანას! და სერგი ჟურნალისტს აბულინგებს.

p.S. ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს, ვნახოთ“ ,- წერს მიქანაძე.