დავით ზალკალიანი: საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეების გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციითაა გამოწვეული
img
  • 10 აპრილი, 2021 17:19


დავით ზალკალიანი: საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეების გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციითაა გამოწვეული

ფონტის ზომა

TT




"7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა", - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე. 

„ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებზე, ვინაიდან დღეს საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს 4 მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების შელახვით გამოწვეული, დამანგრეველი შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას," - წერს ზალკალიანი.