შალვა პაპუაშვილი: ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა და სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია
img
  • 11 აპრილი, 2021 12:44


შალვა პაპუაშვილი: ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა და სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია

ფონტის ზომა

TT




„ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია და კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა“ ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს.

"აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის. უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს.

...და, როგორც, მათთვის გასაკვირად, აღმოაჩინეს, ბერას ცოლის მშობლები, თურმე, ისევ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში ცხოვრობენ...

ჰოდა, სიუჟეტი რაზე იყო? სამხრეთ კორეის საელჩოზე? იმ მეორე სიუჟეტზე აღარაფერს ვიტყვი: რომელი ირაკლი რომელს აჯობებს. მუცლით მეზღაპრეობა, როგორც ჟურნალისტური მეინსტრიმი“ ,- წერს პაპუაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.