ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში 2 მუშა დაშავდა
img
  • 11 აპრილი, 2021 13:25


ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში 2 მუშა დაშავდა

ფონტის ზომა

TT




ფოთში მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, შედეგად  საწარმოში დასაქმებულმა მამაკაცებმა სხეული სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სენაკში კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანეს. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.