შსს-მ დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა
img
  • 11 აპრილი, 2021 13:33


შსს-მ დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა

ფონტის ზომა

TT




შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განზრახ უკანონოდ დაკავება ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მოქალაქე უკანონოდ დააკავა. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.