ანრი ოხანაშვილი „ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ამხელს
img
  • 11 აპრილი, 2021 15:17


ანრი ოხანაშვილი „ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ამხელს

ფონტის ზომა

TT




საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ტელეკომპანიებს „ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ამხელს.

როგორც დეპუტატი „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს,  აღნიშნული მედია საშუალებები ყველა ხერხით ცდილობენ საზოგადოებაში მისი რეპუტაციის შელახვას და ამ მიზნით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ ტელეკომპანიები თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, ის დეპუტატის მანდატს დატოვებს. ანრი ოხანაშვილმა საკუთარ პოსტში ის ტყუილები დაასახელა, რომლებიც აღნიშნულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს.