ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის სამი პირი დაჯარიმდა
img
  • 11 აპრილი, 2021 17:34


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის სამი პირი დაჯარიმდა

ფონტის ზომა

TT




სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის, შრომის ინსპექციამ სამი პირი დააჯარიმა. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში, ბოლო დღეების განმავლობაში ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიებები, რეგულაციების უხეში დარღვევით, სისტემატიურად იმართებოდა. შრომის ინსპექტირების მხრიდან, მოიჯარისა და ქვემოიჯარის გაფრთხილების მიუხედავად, გუშინ ღვიან ღამით, დაწესებულებაში ღონისძიება მაინც გაიმართა.

აღნიშნულ ობიექტს მუშაობის უფლება შეუჩერდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის  ბექა ფერაძის განმარტებით, შრომის ინსპექციამ წინასწარ შემუშვებული სამართალდარღვევის სქემა გაშიფრა. მისივე თქმით, ყველა ინსპექტირებისას მათ ახალი ფიზიკური პირი ხვდებოდათ. კანონდამრღვევი ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო ორი იურიდიული პირი - 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.