დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინა გადაეცემათ
img
  • 12 აპრილი, 2021 15:03


დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინა გადაეცემათ

ფონტის ზომა

TT




დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 300-მდე ოჯახმა შეავსო. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ვეტერანთა ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ვეტერანების ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.