პატრიარქის გადაწყეტილებით დღეს საფლავებს მამაოები აკურთხებენ
img
  • 03 მაისი, 2021 15:36


პატრიარქის გადაწყეტილებით დღეს საფლავებს მამაოები აკურთხებენ

ფონტის ზომა

TT




ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევა აღინიშნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით, პანდემიის გამო, 2-4 მაისს მოსახლეობას საფლავებზე გასვლა ეკრძალებათ. საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, დღეს სასაფლაოებს სასულიერო პირები აკურთხებენ.

"სასულიერო პირები ყველგან დავდივართ და ვაკურთხებთ საფლავებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი დები და ძმები, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო შეეზღუდათ სასაფლაოებზე შესვლის უფლება, მათი მიცვლებული არ დარჩა უყურადღებოდ",- განაცხადა კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ. 

"პატრიარქის კურთხევით გუშინ შეიღება ასეულობით კვერცხი, მოვიარეთ ყველა საფლავი და ვაკურთხეთ",- განაცხადა გორის სამების ტაძრის წინამძღვარმა, მამა ლუკა კერესელიძემ. 

ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოებთან გზები გადაკეტილია, პერიმეტრს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ. კანონდამრღვევებს 2000- ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. აკრძალვა მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე არ ვრცელდება.